ბოლო სიახლეები

ყველა სიახლე

2018 წლის 15 დეკემბერს კომპანია ტრანსპორტერმა მონაწილეობა მიიღო გუდაურში გამართულ
სამოყვარულო წყვილთა რბოლაში, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისთვის ოთხივე ამძრავი
თვლით აღჭურვილი, 4WD ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ.

ღონისძიებას ცნობილი მრბოლელი მევლუდ მელაძე უძღვებოდა. 
საავტომობილო შეჯიბრის აზარტული მონაწილეები სასურველი პრიზებისთვის თავს არ ზოგავდნენ, მაყურებლებს კი დაუვიწყარი სანახაობა ერგო.
ღონისძიბის პარტნიორი იყო კომპანია ტრანსპორტერი, BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი
საქართველოში, რომელსაც ადგილზე ჰყავდა წარმოდგენლი BRP-ის კვადროციკლი და თოვლმავლები: Can-Am Outlander 400, Ski-Doo Summit X და Ski-Doo Freeride. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ტესტ-დრაივში ემართათ Ski-Doo-ს თოვლმავლები და Can-Am-ის კვადროციკლი.
რბოლის პრიზიორების სია შემდეგია: პირველი ადგილი - ზვიად დოიშვილი, მეორე ადგილი - შაკო ციხელაშვილი, მესამე ადგილი - დავით აბულაძე.

შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის
შესაბამისად და წყვილთა რბოლის რეგლამენტის მოთხოვნით.
კომპანია ტრანსპორტერი ულოცავს პრიზიორებს და ადრენალინით სავსე ზამთარს უსურვებს!


თბილისმა ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულ „თბილისობა 2018-ს“ უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიება პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები და სხვა სახის აქტივობები.

თბილისობა 2018-ის ფარგლებში 6 და 7 ოქტომბერს მეტეხის ხიდზე გაიმართა რარიტეტული, Off-Road, სპორტული და სხვა ტიპის ტრანსპორტის გამოფენა.

კომპანია “ტრანსპორტერმა” სხვა კომპანიებთან ერთად ძველ თბილისში მდებარე, ისტორიულ, მეტეხის ხიდზე გამართულ ავტო შოუში მიიღო მონაწილეობა. მან სხვადასხვა საგამოფენო კატეგორიაში წარადგინა შემდეგი ტექნიკა:

Off Road - BRP CAN-AM Maverick Trail 1000 დაBRP CAN-AM Outlander 570

მოტო ტექნიკა - Kawasaki Vulcan S

მოპედი - Kymco Like 125 და Kymco Agility 200

კომპანიას გამოფენაზე ასევე წარდგენილი ყავდა Lvitong-ის ბრენდის ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო გოლფის მანქანა. კომპანია „ტრანსპორტერი“ ზემოთ აღნიშნული ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისი მერი კახა კალაძე და სამთავრობო უწყებების სხვა წარმომადგენლები.

დამსწრე სტუმრებს საშუალება ქონდათ ფოტოები გადაეღოთ გამოფენილ ტექნიკასთან და კითხვები დაესვათ კომპანია „ტრანსპორტერის“ წარმომადგენლებისთვის.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტო პარკს ახალი BRP Can-Am Spyder police ტრიციკლი შეემატა. დღეიდან მისი საშუალებით ქვეითი პატრულის ახალი ქვედანაყოფი გადაადგილდება თბილისის ქუჩებში, რომელიც დაიცავს ჩვენ და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების უსაფრთხოებას.

საქართველოსშინაგანსაქმეთასამინისტროგანაგრძობსსაპატრულოპოლიციისრეფორმას, რეფორმისახალიეტაპისფარგლებში, დღეიდანთბილისშისაპატრულოპოლიციისდეპარტამენტისქვეითიპატრულისკორპუსიამოქმედდა.

კომპანია ტრანსპორტერმა თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის უსაფრთხოების განვითარებაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩუქრად BRP Can-Am Spyder police ტრიციკლი გადასცა. BRP Can-Am Spyder police მრავალ ქვეყანაში გამოიყენება საპოლიციო დანიშნულებით მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში. კომპანია ტრანსპორტერი მუდმივად ცდილობს ქვეყნის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა და წარმატებით თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან.

BRP-(Bombardier Recreational Products)რეკრეაციული, უტილიტარული და სპეციალიზირებულისატრანსპორტოსაშუალებებისმწარმოებელიკანადურიკომპანიაა. „Can-Am Spyder“, BRP-ში შემავალი ერთ-ერთი ქვებრენდია.Can-Am Spyder თავისი ბრენდის ქვეშ ტრიციკლების ხაზს აერთიანებს.დღესდღეობით BRP-ისპროდუქცია 80-ზემეტქვეყანაშიიყიდება და ის ამ ინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა.


პარტნიორები

25

პარტნიორი კომპანია

150

დასახელების პროდუქტი

3

ფილიალი საქართველოში