ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

კომპანია ტრანსპორტერი დაფუძნდა 2015 წელს. 2016 წლიდან წარმოადგენს კანადური კომპანია BRP-ის (Bombardier Recreational Products) ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. 2017 წლის დასაწყისიდან კი გახდა მოტოციკლების იაპონური ბრენდის Kawasaki-ს რეგიონალური დისტრიბუტორი - საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.  ტრანსპორტერია ჰოლანდიური წყლის სპორტთან დაკავშირებული აქსესუარების ბრენდის JOBE-ს, იტალიური ელექტრომობილების ბრენდის ItalCar-ისა და კატერების მწარმოებელი ამერიკული ბრენდის Quicksilver-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

ქვეყნის მასშტაბით კომპანია წარმოდგენილია თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში, სადაც მომხმარებელს სთავაზობს BRP-ის კვადროციკლებს, ბაგის ტიპის ავტომობილებს, თოვლმავლებს, წყლის სკუტერებს, კატერებს, ნავებს, დაკიდებულ ძრავებს, Kawasaki-ს მოტოციკლებს, JOBE-ს წყლის სპორტთან დაკავშირებულ აქსესუარებს, ItalCar-ის ელექტომობილებს, Quicksilver-ის, Grand-ის, Nautic-ისა და Zodiac-ის კატერებს, აღნიშნული ტექნიკის ეკიპირებას, აქსესუარებს, სათადარიგო ნაწილებს და საცხებ-საპოხ საშუალებებს.  

კომპანიას აქვს როგორც საგარანტიო, ისე გარანტიის შემდგომი მომსახურება, როგორც საკუთარი ბრენდის, ასევე სხვა ბრენდების მიერ წარმოებული რეკრეაციული ტექნიკისთვის. ხოლო გამოცდილი, სერთიფიცირებული ტექნიკოსების გუნდი BRP-ის სტანდარტების შესაბამისად მოემსახურება მომხმარებელს. ამასთან, კომპანიაში დანერგილია მობილური სერვისი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება აქვს დარეკოს და გამოიძახოს მობილური სერვის ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის ადგილზე მომსახურებას.

კომპანია ტრანსპორტერის მიზანია, წამყვანი პოზიცია დაიკავოს საქართველოს ბაზარზე. თავის მომხმარებელს შესთავაზოს საიმედო, მაღალი ხარისხის პროდუქცია და შემდგომი მომსახურება. ჩვენი ძალა კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალია.