BRIG

BRIG მსოფლიო დონის მოტორიანი ნავების მწარმოებელი კომპანიაა. მისი სათაო ოფისი ევროპაში მდებარეობს და 100000 კვადრატული მეტრია. BRIG-ის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად ხარისხიან და ინოვაციურ პროდუქტებს ქმნის. ისინი მუდმივად ცდილობენ გაარღვიონ საზღვრები, რათა შექმნან საუკეთესო ნავები საუკეთესო დიზაინით.

BRIG მოწინავე ტექნოლოგიებს იყენებს რისი მეშვეობითაც აღწევს მაღალ ეფექტურობასა და ხარისხს მისაღებ ფასად.

BRIG-ში თოთოეული ნავი ხელითაა დამზადებული, მილიმეტრების სიზუსტითაა შესწავლილი და შექმნილი თითოეული დეტალი. ნავები წარმოების ყველა ეტაპზე გადიან მკაცრ მონიტორინგს, რაც საბოლოო ჯამში ქმნის მაღალი ხარისხის, სანდო პროდუქტს.

კომპანია ტრანსპორტერი BRIG-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.