GBH-DESIGN

GBH DESIGN შუშის ექსკლუზიური ლიფტების გერმანული მწარმოებელია. GBH DESIGN თავის თავში აერთიანებს უმაღლეს ხარისხს, უსაფრთხოებას და დახვეწილ დიზაინს. კომპანია მუდმივად ეძებს ინოვაციებს და კონკურენტებზე ერთი ნაბიჯით წინაა.კომპანია ყველაზე უცნაურ მოთხოვნებსაც რეალობად აქცევს.

ლიფტში იდეალურად ერწყმის ერთმანეთს თანამედროვე ტექნოლოგიები და დახვეწილი დიზაინი.

ინოვაციური ტექნოლოგიების წყალობით ლიფტის შახტა ისეა მოწყობილი, რომ კარების გამღები მექანიზმი ლიფტის იატაკშია ჩამონტაზებული ამიტომ ის თვალისთვის შეუმჩნეველია. აღნიშნული ტექნოლოგია აუმჯობესებს ხედის აღქმას ადამიანებისთვის 360 გრადუსით ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად.

GBH DESIGN-ის ლიფტები ისეთ კომპანიებშია დამონტაჟებული როგორიცაა: Hyundai, Samsung, Deutsche Bahn, Louis Vuitton, Chanel და სხვა მრავალი.

GBH DESIGN დამზადებულია გერმანიაში

კომპანია ტრანსპორტერი  GBH DESIGN-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში