თბილისმა ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულ „თბილისობა 2018-ს“ უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიება პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები და სხვა სახის აქტივობები.

თბილისობა 2018-ის ფარგლებში 6 და 7 ოქტომბერს მეტეხის ხიდზე გაიმართა რარიტეტული, Off-Road, სპორტული და სხვა ტიპის ტრანსპორტის გამოფენა.

კომპანია “ტრანსპორტერმა” სხვა კომპანიებთან ერთად ძველ თბილისში მდებარე, ისტორიულ, მეტეხის ხიდზე გამართულ ავტო შოუში მიიღო მონაწილეობა. მან სხვადასხვა საგამოფენო კატეგორიაში წარადგინა შემდეგი ტექნიკა:

Off Road - BRP CAN-AM Maverick Trail 1000 დაBRP CAN-AM Outlander 570

მოტო ტექნიკა - Kawasaki Vulcan S

მოპედი - Kymco Like 125 და Kymco Agility 200

კომპანიას გამოფენაზე ასევე წარდგენილი ყავდა Lvitong-ის ბრენდის ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო გოლფის მანქანა. კომპანია „ტრანსპორტერი“ ზემოთ აღნიშნული ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისი მერი კახა კალაძე და სამთავრობო უწყებების სხვა წარმომადგენლები.

დამსწრე სტუმრებს საშუალება ქონდათ ფოტოები გადაეღოთ გამოფენილ ტექნიკასთან და კითხვები დაესვათ კომპანია „ტრანსპორტერის“ წარმომადგენლებისთვის.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტო პარკს ახალი BRP Can-Am Spyder police ტრიციკლი შეემატა. დღეიდან მისი საშუალებით ქვეითი პატრულის ახალი ქვედანაყოფი გადაადგილდება თბილისის ქუჩებში, რომელიც დაიცავს ჩვენ და ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების უსაფრთხოებას.

საქართველოსშინაგანსაქმეთასამინისტროგანაგრძობსსაპატრულოპოლიციისრეფორმას, რეფორმისახალიეტაპისფარგლებში, დღეიდანთბილისშისაპატრულოპოლიციისდეპარტამენტისქვეითიპატრულისკორპუსიამოქმედდა.

კომპანია ტრანსპორტერმა თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის უსაფრთხოების განვითარებაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩუქრად BRP Can-Am Spyder police ტრიციკლი გადასცა. BRP Can-Am Spyder police მრავალ ქვეყანაში გამოიყენება საპოლიციო დანიშნულებით მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში. კომპანია ტრანსპორტერი მუდმივად ცდილობს ქვეყნის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა და წარმატებით თანამშრომლობს სახელმწიფო სტრუქტურებთან.

BRP-(Bombardier Recreational Products)რეკრეაციული, უტილიტარული და სპეციალიზირებულისატრანსპორტოსაშუალებებისმწარმოებელიკანადურიკომპანიაა. „Can-Am Spyder“, BRP-ში შემავალი ერთ-ერთი ქვებრენდია.Can-Am Spyder თავისი ბრენდის ქვეშ ტრიციკლების ხაზს აერთიანებს.დღესდღეობით BRP-ისპროდუქცია 80-ზემეტქვეყანაშიიყიდება და ის ამ ინდუსტრიის ლიდერი კომპანიაა.


18/05/2018

სიდნეი, ავსტრალია, 2018 წლის 18  მაისი-გუშინ  BRP-იმ, ავტომექანიკის და ტრანსპორტის კატეგორიაში, ავსტრალიის „GOOD DESIGN” კონკურსში, სამი ჯილდო მიიღო. მიუხედავად მაღალი კონკურენციისა BRP-ის კრეატიულობა აღიარებული იქნა სამი პროდუქტის შემთხვევაში:  Can-Am Maverick X3 MAX მისი სპორტული ერგონომიკის, სუპერ პოზიციის და პროპორციებისთვის, Can-Am Maverick Trail მისი ოპტიმალური, კარგად დაბალანსებული პაკეტისთვის, ადვილად გამოსაყენებელი ავტომატური კონფიგურაციის აქსესუარებისთვის და Sea-Doo RXT-X წყლის სკუტერი მისი ინოვაციური Ergo Lock სავარძლის სისტემისთვის, წარმოუდგენლად დიდი სათავსოსთვის, მოქნილი განლაგების და მდიდრული შეგრძნებისთვის. ჯილდოები გადაეცა უფროს ვიცე-პრეზიდენტს დენის ლეპუანტს, რომელიც დიზაინზე, ინოვაციაზე და კორპორატიულ იმიჯზეა პასუხისმგებელი. 

ყველგანმავალი ვტომობილი Can-Am Maverick X3 Max “GOOD DESIGN” დაჯილდოების ოქროს პრიზიორი გახდა, რომელიც გადაეცემა პროდუქტებს, სერვისებს ან პროექტებს, რომლებიც არა მარტო აკმაყოფილებენ „GOOD DESIGN”-ის კრიტერიუმებს, არამედ აღემატებიან მათ. გთავაზობთ ჟიურის კომენტარებს: 1. ,,Can-Am Maverick X3 MAX ოთხი ადამიანისთვის შექმნილი ყველგანმავალია ინოვაციური მახასიათებლებით. X3 Max-ის ექსტერიერის ყველა დეტალი შთამბეჭდავია და იდეალურად არის გადაწყვეტილი. BRP თანმიმდევრულად მიიწევს წინ.  მისი პროდუქცია გამოირჩევა მსოფლიო კლასის დიზაინით და ინოვაციით. ყოჩაღ.“

2.Can-Am Maverick Trail ,,ეს ავტომობილი აღჭურვილია ინოვაციური მახასიათებლებით, როგორიცაა მოკლე ღერძი, სავარძლის ცვლადი პოზიციები, ხილვადობის და კორპუსის ხარისხი. BRP აწესებს თამასას კარგი დიზაინისთვის და ეს ავტომობილი საუკეთესო, პროფესიონალური დიზიაინის კიდევ ერთი მშვენიერი მაგალითია.“

3. წყლის სკუტერი  Sea-Doo RXT-X “BRP კიდევ ერთხელ მაღლა სწევს ბრწყინვალე დიზაინის თამასას.  Sea-Doo RXT-X არის საოცარი სატრანსპორტო საშუალება ჭკვიანური დიზაინერული მახასიათებლებით, რომლებიც შექმნილია შთაბეჭდილებების გასამძაფრებლად. აღნიშნული მოდელის შემთხვევაში რამდენიმე ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნა გამოყენებული, მათ შორის წყალგაუმტარი საცავი, გადამცემი მოწყობილობები, საწვავის დამხმარე და მოდულარული ზედა სათავსო. მშვენიერი სტილი დამახასიათებელია BRP-თვის. საოცარი შეგრძნებაა ამ კლასის ლიდერის, ხილვა. მისი დახვეწილი დიზაინი და მასში გამოყენებული ინოვაციები გულგრილს ვერ დატოვებს მნახველს. ყოჩაღ, ასე გააგრძელეთ.“

ამ პრესტიჟული ჯილდოების მიღება სასიამოვნოა მარკეტინგის, საინჟინრო და დიზაინის გუნდებისთვის, რომლებიც კულისებს მიღმა მოქმედებენ. ისინი ჩვენი თითოეული მომხმარებლისთვის დიდ და სასიამოვნო გამოცდილებას ქმნიან“, აცხადებს დენის ლაპუანტი. 

https://good-design.org/good-design-index/?discipline=automotive-transport


საქართველოს სამთო კურორტებზე: გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში და მთიან აჭარაში გამოჩნდა ახალი, BRP SKI-DOO RENEGADE X 1200 თოვლმავლები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სათხილამურო კურორტების პატრულირებისთვის იყენებს.

„უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია სამთო კურორტებზე. მოხარული ვართ, რომ არჩევანი სწორედ ისეთი ბრენდის სასარგებლოდ გაკეთდა, როგორიცაა კანადური კომპანია BRP-ი, რომელიც აქცენტს ხარისხსა და საიმედოობაზე აკეთებს. პატრული BRP SKI-DOO-ს თოვლმავლებით მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს სამთო კურორტების დამსვენებლების უსაფრთხოებას“. - განაცხადა კომპანია ტრანსპორტერის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, სერგი შუღაროვმა.

სკი-პატრულის პროექტი პირველ ეტაპზე 2016 წელს გუდაურში განხორციელდა, რის შემდეგაც  ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე დაინერგა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში სკი-პატრული ზამთრის კურორტებზე თხილამურებისა და თოვლმავლების მეშვეობით მაქსიმალურად დაიცავს დამსვენებელთა უსაფრთხოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით 2018 წლის იანვრიდან დღემდე სკი-პატრულმა დახმარება აღმოუჩინა 143 ადამიანს, მათ შორის, იპოვა 11 დაკარგული პირი.

SKI-DOO-ს თოვლმავლების გადაცემა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის უზრუნველყო კომპანია ტრანსპორტერმა - BRP-ის ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში.

2017 წლის 23 დეკემბერს კომპანია ტრანსპორტერმა მონაწილეობა მიიღო გუდაურში გამართულ სამოყვარულო წყვილთა რბოლაში, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისთვის ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი, 4WD ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ.

ღონისძიებას ცნობილი მრბოლელი მევლუდ მელაძე უძღვებოდა. ძლიერ თოვაში საავტომობილო შეჯიბრის აზარტული მონაწილეები სასურველი პრიზებისთვის თავს არ ზოგავდნენ, მაყურებლებს კი დაუვიწყარი სანახაობა ერგო.
  
ღონისძიბის პარტნიორი იყო კომპანია ტრანსპორტერი, BRP-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, რომელსაც ადგილზე ჰყავდა წარმოდგენლი BRP-ის 2017 წლის თოვლმავლები: Ski-Doo Summit Burton და Ski-Doo GRAND Touring.

რბოლის პრიზიორების სია შემდეგია: პირველი ადგილი - მერაბ ქობულია, მეორე ადგილი - შაკო ციხელაშვილი, მესამე ადგილი - იოსებ ნაზღაიძე.

შეჯიბრი ჩატარდა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის (სსსფ) სპორტული კოდექსის შესაბამისად და წყვილთა რბოლის რეგლამენტის მოთხოვნით.
კომპანია ტრანსპორტერი ულოცავს პრიზიორებს და ადრენალინით სავსე ზამთარს უსურვებს!

2017 წლის 28-29 ოქტომბერს კომპანია ტრანსპორტერმა ლისის ტბის ცენტრალურ მოედანზე გამართა თავისი უტილიტარული და სარეკრეაციო ტექნიკის შოურუმი, სადაც სტუმრებს საშუალება ჰქონდათ უფრო ახლოდან გაცნობოდნენ BRP-ის უახლეს ტექნიკას, კერძოდ, Can-Am Maverick X3, Can-Am Traxter, Can-Am Outlander, Can-Am DS.

მსურველებს ჰქონდათ საშუალება მიეღოთ მონაწილეობა წამახალისებელ ფოტო კონკურსში, რომელშიც გაიმარჯვა პატარა ნიკოლოზმა და დასაჩუქრდა BRP-ის ბრენდირებული ზამთრის ქუდით.

შოურუმში წარმოდგენილი იყო ასევე კვადროციკლის საბავშვო მოდელი Can-Am DS, რომელიც არც ბავშვებს დააკლებს მხიარულებას და არც უფროსების სტანდარტებს.


სიღნაღის ღვინის ფესტივალი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც ტარდება საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში - სიღნაღში. ღონისძიება მასპინძლობს 200-მდე ადგილობრივ ღვინის კომპანიას, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ თავიანთი პროდუქციის ფართო ასორტიმენტს. ღონისძიებას სტუმრობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ვიზიტორები.

სიღნაღის ღვინის ფესტივალზე კომპანია ტრანსპორტერმა წარმოადგინა თავისი უტილიტარული და სარეკრეაციო ტექნიკა, კერძოდ კვადროციკლები და ბაგის ტიპის ავტომობილები.

ღონისძიებას სტუმრობდა ყოფილი სოფლის მეურნეობის მინისტრი, რომელმაც ინტერესი გამოხატა BRP-ის ტექნიკის მიმართ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი ბაგის ტიპის ავტომობილები, კერძოდ Can-Am Traxter და Can-Am Commander, იდეალურია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით


2017 წლის 16 სექტემბერს კომპანია ტრანსპორტერმა მონაწილეობა მიიღო რედ ბულის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებაში - Redbull GerGetIt 2017.

Redbull GerGetIt არის ჯგუფური ესტაფეტური შეჯიბრი, რომელიც ყოველწლიურად იმართება კავკასიის მთების სამხრეთ რეგიონში - სტეფანწმინდაში. შეჯიბრი შედგება 4 სხვადასხვა დისციპლინისგან: კაიაკინგი, კლდეზე ცოცვა, ველო რბოლა და სამთო სირბილი.

BRP-ის მაღალიგამავლობისტექნიკა - Can-am Maverick X3 და Can-Am Outlander 450 დაუზარელადასრულებდაურთულესმარშრუტებსდაეხმარებოდაორგანიზატორებსტრანსპორტირებაშიისეთრელიეფზეცკი, როგორიცტალახიდატყეა. ტექნიკის სიმძლავრისა და მაღალი გამავლობის მეშვეობით რედბულის თანამშრომლები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ სტეფანწმინდის მთაგორიან რელიეფზე,

შეჯიბრის შედეგად გაიმარჯვა სპორტულმა გუნდმა Bike House, რომელმაც ოთხივე დისციპლინაში გამოსვლით საუკეთესო შედეგი აჩვენა: 01:58:51.

კომპანია ტრანსპორტერი ულოცავს გამარჯვებულებს!

16 ივლისს, 12:00 საათზე, თბილისის ზღვაზე, იახტ კლუბში La Cote შედგა კომპანია ტრანსპორტერის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის მიზანი იყო პრეზენტაციის და ტესტ დრაივის მეშვეობით ახლოს გაეცნო მომხმარებლებს BRP-ის რეკრეაციულ-უტილიტარული ტექნიკა. კერძოდ კვადროციკლები, ბაგის ტიპის ავტომობილები დ ა წყლის სკუტერები. ღონისძიებას დაესწრნენ სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კომპანიის მომხმარებლები, ცნობილი სახეები და სხვა საპატიო სტუმრები.

კომპანია ტრანსპორტერი 2016 წლიდან წარმოადგენს ცნობილი კანადური ბრენდის BRP - ის (Bombardier Recreational Product) ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში. კომპანია წარმოდგენილია თბილისში შოურუმითა და მულტიბრენდული სერვისით, ხოლო ბათუმსა და ბაკურიანში შოურუმებით.

რეკრეაციული ტექნიკის ბაზრის განვითარება საქართველოში პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმის განვითარებასთან და ტურისტების ნაკადის ზრდასთან, რაც მნიშვნელოვნად თვალშისაცემია ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. თანამედროვე ტურიზმი წარმოუდგენელია ისეთი მომსახურებების გარეშე, როგორებიც არის: კვადროციკლებისა და თოვლმავლების ტურები, წყლის სკუტერები, წყლის თხილამურები, კატერით გასეირნება და სხვა. კომპანია ტრანსპორტერი თავისი პროდუქციით ხელს უწყობს ტურისტების ხარისხიანად, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით მომსახურებას და საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას. რეკრეაციული ტექნიკა თავის მხრივ იძლევა საშუალებას მცირე მეწარმეებმა თუ სასტუმროებმა შეიქმნან დამატებითი შემოსავალი და ამავდროულად გაზარდონ საკუთარი ობიექტების და რეგიონების მიმზიდველობა.

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოში კომპანია სთავაზობს მომხმარებელს რეკრეაციულ-უტილიტარული ტექნიკის დიდ არჩევანს, 5 წლიან გარანტიას კვადროციკლებზე და 4 წლიან გარანტიას წყლის სკუტერებზე