კომპანია „ტრანსპორტერმა“ „თბილისობა 2018“ დღესასწაულის ფარგლებში მეტეხის ხიდზე გამართულ ავტო-შოუში მიიღო მონაწილეობა

თბილისმა ყოველწლიურ საშემოდგომო დღესასწაულ „თბილისობა 2018-ს“ უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიება პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენები და სხვა სახის აქტივობები.

თბილისობა 2018-ის ფარგლებში 6 და 7 ოქტომბერს მეტეხის ხიდზე გაიმართა რარიტეტული, Off-Road, სპორტული და სხვა ტიპის ტრანსპორტის გამოფენა.

კომპანია “ტრანსპორტერმა” სხვა კომპანიებთან ერთად ძველ თბილისში მდებარე, ისტორიულ, მეტეხის ხიდზე გამართულ ავტო შოუში მიიღო მონაწილეობა. მან სხვადასხვა საგამოფენო კატეგორიაში წარადგინა შემდეგი ტექნიკა:

Off Road - BRP CAN-AM Maverick Trail 1000 დაBRP CAN-AM Outlander 570

მოტო ტექნიკა - Kawasaki Vulcan S

მოპედი - Kymco Like 125 და Kymco Agility 200

კომპანიას გამოფენაზე ასევე წარდგენილი ყავდა Lvitong-ის ბრენდის ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო გოლფის მანქანა. კომპანია „ტრანსპორტერი“ ზემოთ აღნიშნული ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისი მერი კახა კალაძე და სამთავრობო უწყებების სხვა წარმომადგენლები.

დამსწრე სტუმრებს საშუალება ქონდათ ფოტოები გადაეღოთ გამოფენილ ტექნიკასთან და კითხვები დაესვათ კომპანია „ტრანსპორტერის“ წარმომადგენლებისთვის.