მულტიბრენდული სერვის ცენტრი

კომპანია ტრანსპორტერი მომხმარებელს სთავაზობს მულტიბრენდულ სერვის ცენტრს, სადაც მოგემსახურებათ სერთიფიცირებული ტექნიკოსების ჯგუფი.
კომპანიას აქვს როგორც საგარანტიო, ისე გარანტიის შემდგომი მომსახურება, როგორც საკუთარი ბრენდის, ასევე სხვა ბრენდების მიერ წარმოებული რეკრეაციული ტექნიკისთვის. ხოლო გამოცდილი, სერთიფიცირებული ტექნიკოსების გუნდი BRP-ის სტანდარტების შესაბამისად მოემსახურება მომხმარებელს. ამასთან, კომპანიაში დანერგილია მობილური სერვისი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება აქვს დარეკოს და გამოიძახოს მობილური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის ადგილზე სერვისს.


სერვისები

ჩვენ უზრუნველვყოფთ მაღალკვალიფიციურ პერსონალს, საუკეთესო ხარისხს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და საცხებ-საპოხ მასალებს.
ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:

საგარანტიო დაგეგმიური ტექ. მომსახურება ჩვენთან შეძენილ ტექნიკაზე; ელექტრო სისტემის დიაგნოსტირება/შეკეთება; სავალი ნაწილების დიაგნოსტირება/შეკეთება; ძრავის დიაგნოსტირება/შეკეთება; სხვადასხვა აგრეგატების დიაგნოსტირება/შეკეთება; კონდიცირების სისტემის გაწმენდა/ფრეონით გამართვა; ზეთის შეცვლა (ძრავსა და სხვა აგრეგატებში); ფილტრების შეცვლა; ორიგინალი სათადარიგო ნაწილები/აქსესუარები/ზეთები.