მულტიბრენდული სერვის ცენტრი

კომპანია ტრანსპორტერი მომხმარებელს სთავაზობს მულტიბრენდულ სერვის ცენტრს, სადაც მოგემსახურებათ სერთიფიცირებული ტექნიკოსების ჯგუფი.
კომპანიას აქვს როგორც საგარანტიო, ისე გარანტიის შემდგომი მომსახურება, როგორც საკუთარი ბრენდის, ასევე სხვა ბრენდების მიერ წარმოებული რეკრეაციული ტექნიკისთვის. ხოლო გამოცდილი, სერთიფიცირებული ტექნიკოსების გუნდი BRP-ის სტანდარტების შესაბამისად მოემსახურება მომხმარებელს. ამასთან, კომპანიაში დანერგილია მობილური სერვისი, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს საშუალება აქვს დარეკოს და გამოიძახოს მობილური ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკის ადგილზე სერვისს.