ტრანსპორტერი

ტრანსპორტერ ჯგუფი დაფუძნდა 2015 წელს და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკისა და სამებაღეო-სატყეო მიმართულებით მრავალი ბრენდის დისტრიბუტორია ამიერკავკასიაში. კომპანია თბილისისა და ბათუმის ფილიალებითაა წარმოდგენილი საქართველოში. ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.

ტრანსპორტერ ოფიციალურად თანამშრომლობს ათეულობით ცნობილ ბრენდთან, მათ შორის: BRP (Bombardier Recreational Products), CFMOTO, KAWASAKI, KYMCO, GARDENA, HUSQVARNA და სხვ.

ტრანსპორტერ ჯგუფი სამ კომპანიას აერთიანებს, ესენია: Mountain Resort Solutions, Gardena Service და Transporter Service.

 

Mountain Resorts Solutions

მაუნთინ რეზორტს სოლუშანსი წარმოადგენს საქართველოში პირველ კომპანიას ზვავების მართვისა და სხვა ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის მიმართულებით. კომპანია ასევე წარმოადგენს პიროტექნიკური სისტემებისა და სერვისების ექსპერტი კომპანია Alsetex-სა და თოვლის სატკეპნი ტექნიკის მწარმოებელი კომპანია PistenBully-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

2019 წელს, მაუნთინ რეზორტს სოლუშანსმა, ფრანგულ კომპანია TAS s.a.s – თან ერთად, საქართველოში პირველი ზვავსაწინააღმდეგო სისტემა დანერგა და მას შემდეგ, ზვავსაშიში ტერიტორიების მონიტორინგსა და რისკების ეფექტურ მართვას სისტემატიურად უზრუნველყოფს. თანამშრომლობის შედეგად, მაუნთის რეზორტს სოლუშანსმა საქართველოსთვის სრლიად ახალი პროფესია „სამთო მეზვავე“ შექმნა. მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის სამთო მეზვავეების სერთიფიცირებული გუნდი ნებისმიერი ტერიტორიის ზვავსაშიშროების რისკის შეფასებას, რისკების მოდულაციას, ადგილმდებარეობის შესაბამისი ზვავსაწინააღმდეგო ტექნოლოგიის შერჩევას, ზვავსაწინააღმდეგო სისტემის დანერგვა-დამონტაჟებასა და ზვავსაშიშროების რისკის მართვას გთავაზობთ.

 

Gardena Service

Gardena Service საქართველოში გამწვანებისა და ლანდშაფტის არქიტექტურის მიმართულებით პროფესიონალი მებაღეებისა და ლანდშაფტის დიზაინერებისგან დაკომპლექტებულ გუნდს წარმოადგენს. Gardena Service სამუშაო პროცესში გერმანულ ბრენდ Gardena-სა და შვედურ ბრენდ Husqvarna-ს იყენებს.

Gardena Service-ის ნებისმიერი მოთხოვნისა და გემოვნების მქონე ადამიანის დაკმაყოფილება შეუძლია და გთავაზობთ ეზოს, ტერასისა და სხვადასხვა ტერიტორიის სამებაღეო მომსახურებას, მათ შორის:

⦁ საპროექტო ტერტორიის და მის გარშემო არსებული ლანდშაფტის შესწავლა;

⦁ პროექტის მომზადება (მცენარეების, მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა) და გეგმა-გრაფიკების შედგენა;

⦁ ლანდშაფტის ზონირება;

⦁ მიწის სამუშაოები;

⦁ ბილიკების, ტროტუარებისა და ტერასების მოწყობა;

⦁ ავტომატიზირებული სარწყავი სისტემების მოწყობა;

⦁ მცენარეების შერჩევა წელიწადის დროების მიხედვით;

⦁ ბაღის შემდგომი მოვლა;

 

Transporter Service

ტრანსპორტერ სერვისი წარმოადგენს კომპანია ტრანსპორტერის ტექნიკურ სერვის ცენტრს, რომელიც ნებისმიერი სახის საგარანტიო თუ გარანტიის შემდგომ გეგმიურ და არაგეგმიურ მომსახურებას გაგიწევთ როგორც ტრანსპორტერის პარტნიორ, ისე სხვა ბრენდების მიერ წარმოებულ ტექნიკაზე.

ტრანსპორტერის სერვის ცენტრში BRP-ის, KAWASAKI-ის, CFMOTO-ს, KYMCO-ს, VOLVO PENTA-ს, PISTENBULLY-სა და LVTONG-ის მიერ სერთიფიცირებული ტექნიკოსები მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ცენტრში დანერგილია მობილური სერვისი, რაც საშუალებას იძლევა მომხმარებელს ადგილზე გაეწიოს ტექნიკური დახმარება.

ტრანსპორტერ სერვისი გთავაზობთ:

⦁ ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლას;

⦁ სავალი ნაწილების შემოწმებას;

⦁ ანტიფრიზის ხარისხის შემოწმებასა და საჭიროებისამებრ შეცვლას;

⦁ სავალი ნაწილების შეპოხვას (გარბენის მიხედვით);

⦁ წამყვანი ჯაჭვისა და მუხლუხოს რეგულირებას;

⦁ ანთების სანთლის შეცვლას (გარბენის მიხედვით);

⦁ ხუნდების შეცვლას (გარბენისა და არსებული მდგომარეობის მიხედვით);

⦁ ნებისმიერი ნაწილის შეკეთებას/გამოცვლას;

⦁ ელექტროობის აღდგენას და სხვა სერვისებს.