BRP (Bombardier Recreational Products) არის რეკრეაციული და უტილიტარული ტექნიკის მწარმოებელი კანადური კომპანია, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს შემდეგი ბრენდების ქვეშ: Ski-doo (თოვლმავლები), Can-Am (კვადროციკლები, ბაგის ტიპის ავტომობილები და ტრიციკლები), Sea-doo (წყლის სკუტერები), Lynx (თოვლმავლები), Evinrude (გარე ძრავები) და Rotax (შიდა ძრავები). ყველაფერთან ერთად, ბრენდი აღნიშნული ტექნიკისთვის საჭირო აქსესუარებსა და საცხებ-საპოხ მასალებს სთავაზობს მომხმარებლებს. დღესდღეობით, BRP-ს საწარმოო დანადგარები ხუთ ქვეყანაში აქვს: კანადა, აშშ, მექსიკა, ფინეთი და ავსტრია. კომპანიის პროდუქცია 80-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. საქართველოში BRP-ის 2016 წლიდან ოფციალურად წარმოადგენს კომპანია ტრანსპორტერი.