2017 წლის 16 სექტემბერს კომპანია ტრანსპორტერმა მონაწილეობა მიიღო რედ ბულის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებაში – Redbull GerGetIt 2017.

Redbull GerGetIt არის ჯგუფური ესტაფეტური შეჯიბრი, რომელიც ყოველწლიურად იმართება კავკასიის მთების სამხრეთ რეგიონში – სტეფანწმინდაში. შეჯიბრი შედგება 4 სხვადასხვა დისციპლინისგან: კაიაკინგი, კლდეზე ცოცვა, ველო რბოლა და სამთო სირბილი.

BRP-ის მაღალიგამავლობისტექნიკა – Can-am Maverick X3 და Can-Am Outlander 450 დაუზარელად ასრულებდა ურთულეს მარშრუტებს და ეხმარებოდ აორგანიზატორებს ტრანსპორტირებაში ისეთ რელიეფზეცკი, როგორიც ტალახი და ტყეა. ტექნიკის სიმძლავრისა და მაღალი გამავლობის მეშვეობით რედბულის თანამშრომლები დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდნენ სტეფანწმინდის მთაგორიან რელიეფზე,

შეჯიბრის შედეგად გაიმარჯვა სპორტულმა გუნდმა Bike House, რომელმაც ოთხივე დისციპლინაში გამოსვლით საუკეთესო შედეგი აჩვენა: 01:58:51.

კომპანია ტრანსპორტერი ულოცავს გამარჯვებულებს!